ბოსტნეულის სალათი
6ცალი კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად, მოვხარშოთ ჭარხალი 3ცალი და 4-5 ცალი სტაფილო, მოხარშული გავხეხოთ მსხვილ სახეხზე . .დავჭრათ ერთი კონა ცერეცო და მწვანე ხახვი. მოხარშული ბოსტნეული ცალ-ცალკე ავსვაროთ მაიონეზში, დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა. პირველად თეფშზე დავდოთ კარტოფილი , შემდეგ სტფილო და ჭარხალი და მოვაყაროთ ცერეცო და მწვანე ხახვი.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.