24Jun

"კაპუნსეი"
ინგრედიენტი
-500 გრ სუხარის ფქვილი
-500 მლ.ხორცის ბულიონი(500 მლ წყალში გავხსნათ 1 ც. ხორცის ბულიონი)
-100 გრ გახეხილი პარმიზანი(შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ,ნებისმიერი ქართული, მშრალი გახეხილი ყველით)
-2 ც.კვერცხი
-1 ჩ/კ ოხრახუში(წვრილად დაჭრილი ოხრახუში)
-1 კბილი ნიორი(გახეხილი)
-მარილი,შავი პილპილი გემოვნებით

დამატებით დაგვჭირდება

-ხორცის ბულიონი
-გამდნარი კარაქი
-გახეხილი პარმიზანი(ქართული მშრალი ყველი)
-სალვიას ფოთოლი
მომზადება
1)ავადუღოთ ბულიონი
2)ჯამზე სუხარის ფქვილს +ოხრახუში+ნიორი+მარილი+პილპილი+გახეხილი პარმიზანი +ნელ/ნელა ბულიონი. მოვზილოთ ცომი და მოვასვენოთ 20 წთ.
3)ცომს +მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი ,მოვზილოთ და კვლავ მოვასვენოთ 15 წთ.
4)მასა გადმოვიტანოთ პერგამენტ დაფენილ საზელ დაფაზე , მივცეთ ფოტოზე წარმოდგენილი ფორმა.ჩავყაროთ ადუღებულ ბულიონში ,როდესაც ზედაპირზე ამოვა, გადმოვიღოთ ქაფქირით.
5)ტაფაზე გავადნოთ კარაქი +სალვიას ფოთოლი +მოხარშული კაპუნსეი(ვუმატებთ პირდაპირ ქაფქირით გადმოღებულს) ავურიოთ ,ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მივირთვათ ცხლად.









24Jun

ბრიუსელის კომბოსტო, ლორითა და პასტა/ტალიატელეთი ❤️😘
კარგად გარეცხილი კომბოსტო ,მოვხარშოთ ორთქლზე 15 წთ.განმავლობაში
ტაფაზე ვასხამთ ზეითუნის ზეთს +წვრილად დაჭრილი ლორი(პირადად მზა დაჭრილი ლორი გამოვიყენე)+მოხარშული კომბოსტო +მარილი და შავი პილპილი გემოვნებით ,როდესაც ოდნავ მიიღებს ოქროს ფერს +გადაწურული ტალიატელე(ტალიატელე მოხარშეთ მარილწყალში, ყუთზე მითითებული წთ.პირადად ვაკლებ ,რადგან მიყვარს როგორც იტალიელები იტყვიან ალ დენტე 😉😊),კვლავ დაუმატოთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით,შეგიძლიათ მოახეხოთ პარმიზანი 
კერძი მზად არი ✌️👍

გემრიელად მიირთვით !!!
Buon appetito !!

24Jun

ღუმელში გამომცხვარი სოკო /funghi gratinati al forno "
ინგრედიენტი
6 funghi champignon medio-grandi-6 ც საშუალო სიდიდის სოკო
200 g pan grattato-200 გრ სუხარის ფქვილი
3 spicchi d'aglio-3 კბილი ნიორი(ნიორი შეგიძლით უყოთ ნაკლები)
3 - 4 gambi di prezzemolo-ოხრახუში
40 g Grana padano-40 გრ გახეხილი ყველი(ნებისმიერი ქართული მშრალი გახეხილი ყველი)
80 g scamorza o fontina-80 გრ ყველი სკამორცა ან ფონტანა(სულგუნი.მშრალი მოცარელა)პირადად გამოვიყენე ყველი ემენტალი
acqua - sale - olio E.V.O. q.b.-წყალი,მარილი,ზეთი(პირადად ოდნავ შავი პილპილიც დავუმატე)
1)ვიხელმძღვანელოთ, წარმოდგენილი ვიდეო რეცეპტით
2)მასა სოკოს შიგთავსისთვის, უნდა იყოს ოდნავ სველი. (ნახეთ ვიდეო რეცეპტში)
3)გამოვაცხოთ 200 გრადუსსზე ,ვიდრე კარგად თავს არ მოიწითლე

24Jun

თევზის ფილე პრასის სოუსით"
სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეითუნუს ზეთი +მცირე რაოდენობით კარაქი+დაჭრილი პრასი ვშუშოთ 5 წთ +ბოსტნეულის ბულიონი(500 მლ წყალს+1 ც ბულიონი)და ვადუღოთ 10 წთ.(ბულიოს ვუმატებთ იმ რაოდენობით ,დაბლენდერების შემდეგ რომ მივიღოთ სოუსის ან პიურეს კონსისტენცია)+ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით ,შემდეგ დავაბლენდეროთ(ამ შემთხვევაში დავტოვე პიურეს სისქეზე)
თევზის ფილე გავრეცხოთ .დავწრიდოთ და მოვათავსოთ სამზარეულოს ქაღალდზე .დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.
ტაფაზე ზეითუნის ზეთს +მთლიანი კბილი ნიორი +მარილითა და სავი პილპილში დამუსავებული თევზის ფილე +ლიმონის წვენი და შევწვათ.
პრასის ფოთლები მოვხარშოთ მარილწყალში ისე ,რომ ფორმა არ დაკარგოს ,შემდეგ გავახვიოთ შემწვარი თევზის ფილე .
კერძს შეგიძლიათ გაუკეთოთ დეკორი ,როგორც მე შემოქთავაზეთ ან სურვილისამებრ 
გემრიელ სადილს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო !!!❤️👍✌️😘
---------------------
თევზს არ ვწვავთ კლასიკური წესით ბევრ ზეთში.
ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ,ჩაანაცვლოთ (საქართველოში მყოფებმა) ,მაღალი ხარისხის მზესუმზირის ზეთით
ამ შემთხვევაში პრასის სოუსი დავტოვე, სქელ კონსისტენციაზე .






24Jun

პასტა/სპაგეტი ზღვის პროდუქტებით ,კერძოდ მიდებითა და კრევეტებით
კერძი მათთვის ,ვისაც უყვარს და მისი მომზადება , საჭიროებას წარმოადგენს ,უცხოეთში მყოფი ემიგრანტების სამზარეულოში
გემრიელ სადილს გისურვებთ მეგობრებო !!!❤️😘
400 გრ სპაგეტი
500 გრ მიდები
300 გრ გამბერი
6 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
მწარე წიწაკა ან შავი პილპილი
თეთრი მშრალი ღვინო
ოხრახუში
100 გრ პომიდორი (პომიდორი დატერინი)
მომზადება
1)ტაფაზე ვასხამთ 4 ს/კ ზეითუნის ზეთი +1 კბილი ნიორი+მიდები ჩავშუშოთ 5-6 წთ ,შემდეგ ცალკე გადმოვიტოთ დეკორისთვის რამდენიმე ცალი მიდი
2)ტაფაზე 2 ს/კ ზეთს+1 კბილი ნიორი+გარეცხილი კრევეტები ,ნახევრად ჩაშუშულს +თეთრი მშრალი ღვინო ,როდესაც ღვინო აორთქლდება +მარილი და პილპილი გემოვნებით +პატარებათ დაჭრილი პომიდორი ,რამდენიმე წუთის შემდეგ +მიდები და გამოვრთოთ.
3)პასტა/სპაგეტი მოვხარშოთ მარილწყალში ,ისე რომ აკლდეს .გადავწუროთ და დავუმატოთ ტაფაზე მზა ზღვის პროდუქტებს ,კვლავ დავდგათ საშუალო ცეცხლზე(5 წთ),რათა სპაგეტმა მიიღოს ზღვის პროდუქტის არომატი ,შემდეგ გადმოვდგათ ,მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ,თუ სურვილი გექნებათ წარმოადგინეთ კერძი ისე ,როგორც ფოტოზეა.
-------------------------------
პ.ს.არსებობს ამ კერძის მრავალი ვერსია ,მე თქვენ კი წარმოგიდგინეთ ,ერთ-ერთი ვარიანტი ❤️
Buon appetito !!!






I BUILT MY SITE FOR FREE USING