23Jun

პიტნის და ლიმონის ლიქიორი 
1ლ სპირტი(96%)
1ლ წყალი
50-60 პიტნის ფოთოლი 
800გრ შაქარი 
3 სქელკანიანი ლიმონი 
მინის ჭურჭელში ჩავყარე პიტნა და ლიმონის ქერქი ( მხოლოდ ყვითელი ზედაპირი) უკეთესია თუ გამოიყენებთ სქელკანიან ლიმონს. 20 დღის განმავლობაში გავაჩერე ბნელ და გრილ ადგილას. 20 დღის შემდეგ გადავწურე და შევაზავე შაქრისგან მომზადებული სეროფით (კარგად გაციებული) ძალიან უხდება ლიმონის არომატი პიტნას.

23Jun

მომზადება

1კილო შაქარი,1ლიტრი წყალი,8 ს.კ კოვზი უნალექო ყავა წამოვადუღოთ 5 წთ ჩავამატოთ 2 ც დჭრილი ლიმონი და გამოვურთოთ ცეცხლი, ჩავამატოთ 400 გრ კონიაკის სპირტი ან არაყი(მე არაყი გამოვიყენე) და ასე დავტოვოთ სანამ კარგად არ გაცივდება ,გადავწუროთ და ასე თავდახურული შევინახოთ,ძალიან უხდება ახალი წლის სუფრას💖

23Jun

🍷🍷1 ლ. ალადასტურის შავი ღვინო(სოფ. გურგენიანის😍)
🍷🍷700 გრ. ჭაჭის არაყი
🍷🍷1ჭიქა(200გ)შაქარი
🍷🍷1 ვანილი
მიხაკის რამდენიმე მარცვალი და დარიჩინი

🍷🍷🍷🍷🍷🍷
ღვინო და შაქარი წამოვადუღოთ, კარგად რომ გაცივდება, დაუმატოთ არაყი ვანილი,, მიხაკის მარცვლები .

.დამიჯერეთ ჩემო ფუსფუსა დიასახლისებო უგემრიელესია

23Jun

ბაზილიკის ლიქიორი


40 ფოთოლს + 500 მლ არაყი. დავდგი სიბნელეში 10 დღე. ცალკე მოვადუღე 500 გრ შაქარისა  და 500 მლ წყალისგან სიროფი ,როდესაც გაცივდა + ფოთლებისაგან გაფილტრული ალკოჰოლი  . სულ ეს არის,ისეთი უცხო არომატი აქვს,  მოამზადეთ აუცილებლად მოგეწონებათ.

🥂🥂🥂🌹🌹🌹🌹




23Jun

"მილკშეიკი ხილის ასორტით"
ინგრედიენტები :
ხილი ( მარწყვი, გარგარი, ბანანი, ვაშლი )
თაფლი 
ნაყინი 
რძე 
მომზადება :
მოცემული ინგრედიენტები დავაბლენდეროთ, უგემრიელესი მილკშეიკიც მზადაა, წარმატებულ დღეს გისურვებთ ❤❤

23Jun

ჟოლოს ,ატმის და გარგარის მილქშეიკი...

სასურველი რაოდენობის ჟოლო,ცოტა რძე,ვანილი,ცოტა პიტნა , ლიმონის წვენი და ყინულის კუბიკები დავაბლენდერე და მოვათავსე ჭიქაში ,ასევე მოვიქეცი ატმის და გარგარის შემთხვევაში ,ძალიან მოუხდა პიტნა და ლიმონის წვენი ...❤

სულ ეს იყო !!!...❤❤❤


I BUILT MY SITE FOR FREE USING