დესერტი ,, მატონე'' 🍰
დაგვჭირდება:
🍧პავეზინი ( ორცხობილები)
პატარა შაქრიანი ორცხობილები, რომლებიც ფორმით წააგავს სავოიარდს. მაგრამ ზომით უფრო პატარა და თხელია. შეგიძლიათ სავოიარდიც გამოიყენოთ.
🍧500მლ. ნაღები
🍧250 გრ. მასკარპონე.
🍧რძე( პავეზინის დასასველებლად)
🍧 მარწყვი 500გრ.(ნებისმიერი კენკროვანი ხილი. )
🍧ჟელატინი 10გრ. ( ფირფიტები)
🍧შაქრის პუდრა (გემოვნებით)
🍧სამზარეულოს წებოვანი ცელოფანი ( პელიკოლა)
🍧ფლუმქეიკის გამოსაცხობი ფორმა.( კექსი)
მომზადება:
🍰 ავიღოთ ფლუმქეიკის გამოსაცხობი ფორმის ჭურჭელი ( იგივე კექსი)
ჩავაფინოთ ცელოფანი მთლიანად ფორმაში, ისე რომ გადმოვიდეს გვერდებზეც.
დავასველოთ წამიერად პავეზინი და დავაწყოთ ჭურჭლის ფსკერზე. შაქრიანი პირით ქვემოთ. შემდეგ გვერდებზე.
🍰ამასობაში ავთქვიფოთ ნაღები, ჩემს შემთხვევაში ნაღები იყო შაქრიანი და აღარ დავუმატე, თუკი თქვენი უშაქროა დაუმატეთ შაქრის პუდრა გემოვნებით. დავუმატოთ მასკარპონე, პატარ პატარა პორციებად და კარგად გავაერთიანოთ.
🍰 კრემის ნახევარი ჩავდოთ პავეზინიან ფორმაში.
🍰 დროებით შევინახოთ მაცივარში, მორჩენილ კრემთან ერთად.
🍰 გავაკეთოთ მარწყვის ჟელატინი. მე მქონდა გაყინული მარწყვი. გავალღვე, დავაბლენდერე და გავწურე. ამასობაში ცივ წყალში 10წთ. გავაჩერე ჟელატინის ფირფიტები. 10წთ. ის შემდეგ გავწურე და ცოტა მარწყვის წვენთან ერთად გავაცხელე. მოურიე და როცა უკვე გაიხსნა ჟელატინი შევურიე მთლიან მასას. დაველოდე, ცოტა რომ გაგრილდა და დაიწყო შესქელება.
გამოვიღე მაცივრიდან ნახევრად გამზადებული დესერტი და მოვასხი ფრთხილად. (სუფრის კოვზი გადმოვაბრუნოთ უკუღმა და დავასხთ კოვზე.) ამის შემდეგ ისევ შევაბრუნოთ მაცივარში. და დაველოდოთ სრულად ჟელეს გამაგრებას.
🍰 გაგრილებულ ჟელეს ვამატებთ ზემოდან კრემის ნახევარს, გადავასწორებთ ზედაპირს და ისევ რძეში დასველებულ პავეზინებს დავაწყობთ თავზე.
🍰გადავაფარებთ სამზარეულოს წებოვან ცელოფანს( პელიკოლა) და შევდგამთ მაცივარში. მირთმევამდე სულ მცირე 4 საათით. მე მთელი ღამე დავტოვე
🍰 მაცივრიდან გამოღების შემდეგ, მოვიმზადოთ ისეთი ფორმის ჭურჭელი რომელზეც დესერტი უნდა მოთავსდეს. მოვხსნათ ზემოდან ცელოფანი, დავადოთ ეს თეფში და გადმოვაბრუნოთ. ჭურჭელი რომელშიც დესერტი იყო ადვილად მოცილდება, შემდეგ შემოვხსნათ ცელიფანიც.
🍰რაც შეეხება გაფორმებას თქვენი ფანტაზიით ნებისმიერად შეგიძლიათ გააფორმოთ. ამ შემთხვევაში მე ჟელეს ფირფიტებით და გაყინული მაყვლით გავაფორმე. თუკი ნუტელას გაუკეთებთ შუაში, თავზე კაკაოც მოუხდება.
🍰გააკეთეთ, ისიამოვნეთ, ზაფხულის ცხელ ამინდს ძალიან უხდება.