მ❤ა❤კ❤ო❤ც❤ე❤
და რატომ "მაკოცე"???
იმიტომ რომ ეს უბრალო და გემრიელი ნამცხვარი გულგრილს არავის დაგტოვებთ,.😘😘😘 ყველა ლუკმა ტუჩებზე გადნებათ და დიდხანს გემახსოვრებათ მისი ნაზი გემო👄👄👄👄
ამისთვის კი დაგჭირდებათ: 5 კვერცხის გული ( ცილას ვინახავთ ცივად) ჭიქა ნახევარი შაქარი. 500გრ მაწონი. 150 გრ შერბილებული მარგარინი. 3 ჭიქა ფქვილი. სოდა ძმრით და ვანილი. ამ ყველაფრის მიქსი გამოდის დასასხმელი მასა. ცხელ ღუმელში შედგით და დაუწიეთ. რომ გამოცხვება გამოიგეთ და გააგრილეთ, თან დაიწყეთ შენახული ცილის ამოყვანა ჭიქანახევარ შაქართან ერთად. გადაუსვით გაგრილებულ ბისკვიტს და ისევ შედგით, ზედა პარი ჩაურთეთ და ყურადღებით იყავით რადგან მალე იბრაწება. მორთეთ ალუბლებით (მურაბა) ოღონდ კურკა გამოცლილი რადგან იმ სასიმოვნო დეგუსტაციის წუთები კურკის გამორჩევამ არ ჩაგიშალოთ
P.S. მე ალუბლის კომპოტი გამოვიყენე.❤❤❤