ორცხობილა : " ყავის მარცვლები"(თეა ჯოხაძის რეცეპტებიდან)
☕☕☕☕☕☕
რეცეპტი დაკოპირებულია !!!...✌✌✌
მასალა:
220 გრამი ფქვილი
30 გრამი კარტოფილის სახამებელი
125 გრამი კარაქი (ან მარგარინი )
90 გრამი შაქრის პუდრა
2 კვერცხის გული
1 ჩაის კოვზი კაკაო
2 ჩაის კოვზ-ნახევარი ხსნადი ყავა
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
ვანილი, შაქარი ზემოდან მოსაყრელად
დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად. დავუმატოთ კვერცხის გულები და ყავა;
ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და სახამებელი ავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ კარაქიან მასას.
მოვზიოლოთ ცომi, დიდხანს არ უნდა ზელვა;
შემდეგ გადავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და მაცივარში დავასვენოთ 1 საათი ან 1 საათი და წუთი.
გამოვიღოთ მაცივრიდან და დავყოთ პატარა გუნდებად. მე თითო გუნდა 12-13 გრამიანები გავკეთე.
დავამრგვალოთ ხელში, მივცეთ ყავის მარცვლის ფორმა
და დანით (არაბასრი მხრიდან) გავუკეთოთ ხაზი, ოღონდ ძალიან არ ჩაჭრათ;დავალაგოთ საცხობ დაფაზე მოვაყაროთ შაქარი და შევდოთ ცხელ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წთ, კაკაო იხმაროთ მუქი ფერის, თუ ცომი საკმარისად ვერ გაამუქა, მაშინ კიდევ დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი
☕☕☕☕☕
P.S. მინდა გითხრათ ,რომ ჩემს შემთხვევაში ფქვილი დასჭირდა 270 გრ. და მუქი კაკაო ,კარგად გაჯერებული ფერისთვის და გემოსთვის ერთი კარგად სავსე სუფრის კოვზი...
წარმატებული დღე თქვენ !!!...❤