25 Jun
25Jun

შაქრიანი. ფხვიერი ორცხობილა !!!...👌👌👌

მასალა. ცომისთვის ...

500 გრ. პურის ფქვილი

250 გრ. კარაქი

180 გრ. კეფირი

1ც. კვერცხი

2 ჩ. კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი ,მწიკვი მარილი

მასალა. გულსართისთვის ...

140 გრ. პურის ფქვილი

100 გრ. კარაქი

300 გრ. შაქარი

ვანილი

400 გრ. ფქვილს დავაყაროთ გამაფხვიერებელი,ვანილი,მარილი და მოვურიოთ ,შემდეგ დავაჭრათ კარაქი და კარგად გავაფხვიეროთ ფქვილთან ერთად ,შემდეგ დავამატოთ კვერხი , კეფირი და კოვზით ავურიოთ ერთმანეთში ,ამის შემდეგ ცომი გადმოვიტანოთ მაგიდაზე ,სადაც წინასწარ გვაქვს დაყრილი 100 გრ.-ზე ცოტა ნაკლები ფქვილი და ნაზად შევაზილოთ ,მოვზილოთ ნაზი და ფაფუკი ცომი და ნახევარი საათი დავაყოვნოთ მაცივარში.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად ,მოვაყაროთ გულსართი ,გადავახვიოთ რულეტივით ,დავჭრათ ,გადმოვაბრუნოთ ,მივცეთ ვარდის ფორმა და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ,30 -40 წუთი.








კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING