ლობიოს ჩაქაფული
მოგესალმებით ტკბილო და თბილო ჯგუფის წევრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩაქაფულის ჩემი ვერსია, რომელიც ძალიან მომწონს, მართალია ხორცით არ არის მომზადებული , მაგრამ არანაკლებ გემრიელია.
მაშ ასე : ჩვეულებრივი წესით დავადგათ მოსახარშად ხმელი ლობიო, ხარშვაში ვამატებ ორი სუფრის კოვზ ზეთს და 2-3 ფოთოლ დაფნას, სანამ ლობიო მოიხარშება ვამზადებ მწვანილს , დავჭერი ტარხუნა 4 კონა, მწვანე ხახვი 2 კონა , ქინძი 2 კონა, ნიორი 3-4 კბილი , ლობიოს ბოლომდე არ ვხარშავ, ცოტა რომ აკლია მოხარშვას გადავწურავ, წვენს ცალკე ვინახავ., ასევე შევინახე დაჭრილი ტარხუნა თითქმის ერთი კონა .
ქვაბში გადავიტან ლობიოს მესამედს, მოვაყრი დაჭრილი მწვანილის მესამედს და რამოდენიმე ცალ მწვანე ტყემალს (შენახული მაქვს კაკალი ტყემალი ), ბოლომდე ასე ფენა ფენა ვაწყობ ლობიოს , მწვანილს და ტყემალს (მე სამ ფენად გავანაწილე) ზემოდან კი მოვასხამ ორ ჭიქა თეთრ ღვინოს და ცოტას ლობიოს ნახარშ სქელ წვენს, (ბოლოში რომ სქელი წვენია ) და დაბალ ცეცხლზე დავდგამ, თავზე ვახურავ და მორევით არ მოვურევ მომზადებამდე . წვენს ცოტას იმიტომ ვუმატებ, რომ კერძი მშრალი არ გამოვიდეს, ცოტა წვენი ჭირდება . მზა ჩაქაფულს ვამატებ მარილს და წიწაკას გემოვნებით და მოტოვებულ ერთ კონა დაჭრილ ტარხუნას, ეს კერძს ტარხუნის ცოცხალ გემოს მისცემს და მაშინვე გადმოვდგამ ცეცხლიდან.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით უგემრიელესი კერძი.