პიტნის და ლიმონის ლიქიორი
1ლ სპირტი(96%)
1ლ წყალი
50-60 პიტნის ფოთოლი
800გრ შაქარი
3 სქელკანიანი ლიმონი
მინის ჭურჭელში ჩავყარე პიტნა და ლიმონის ქერქი ( მხოლოდ ყვითელი ზედაპირი) უკეთესია თუ გამოიყენებთ სქელკანიან ლიმონს. 20 დღის განმავლობაში გავაჩერე ბნელ და გრილ ადგილას. 20 დღის შემდეგ გადავწურე და შევაზავე შაქრისგან მომზადებული სეროფით (კარგად გაციებული) ძალიან უხდება ლიმონის არომატი პიტნას.