23 Jun
23Jun

უგემრიელესი კრემი პლომბირი

ავთქვიფოთ ერთად 2 კვერცხი+300 გრამი შაქარი+400 მლ რძე და 100 გრამი სახამებელი.კარგად რომ გაიხსნება, ეს მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით.რომ გასქელდება და რამდენიმე ბუშტი ამოვა გადმოვდგავთ.ცხელსვე დავაკრათ ცელოფანი,რომ გაცივდება ოთახის ტემპერატურაზე ამოვთქვიფოთ მიქსერით, რათა შედედებულია კრემი.ცალკე ავთქვიფოთ 350 გრამი კარაქი და ორ ნაწილად დავამატოთ მოხარშული კრემი+ვანილი.იდეალური კრემია,აქვს ნაყინის გემო,ფორმებსაც მშვენივრად იჭერს.❣️🌺

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING