28 Jun
28Jun

 1  კგ. ნიგოზი.საცივი  თუ გსურთ  კარგი გამოგივიდეთ ,მაშინ  1  კგ. ნიგოზი დავამუშავოთ ისე ,რომ  ზეთი გამოუვიდეს . 

 ინდაურ ვხარშოთ , 2 ც დაფნის  ფოთოლთან ერთად, როდესაც მოიხარშება, მოვართმევთ თავზე ცხიმს.ამ   ცხიმში ჩავშუშოთ  2 ცალ გატარებულ ხახვი. 

დამუშავებულ ნიგოზს + მარილი + 3 კბილი გახეხილი ნიორი და წიწაკა. ყველაფერს ვუშვრები  გემოვნებით+ ხმელ ქინძს 1ჩ.კ. და უცხო სუნელს. 1ჩ.კ.მიხაკს და დარიჩინს, დანის წვერით ამოვიღებთ. ყვითელ ყვავილს 1ჩ.კ. ნაკლებს. 1 ს/კ  პურის ფქილს,ვუმატებ რადგან კრავს   ნიგოზს. (აუცილებელი არ არის)  სანელებლები  დაუმატეთ იმ ოდენობით ,რომ   მისი  გემო კერძში , დიდი დოზით არ უნდა იგრძნობოდეს . ყველაფერს ამას ვასხამთ  მოხარშული ინდაურის 1,5-2 ლ  ბულიონს  და ვხსნი ხელით, რომ კურკუშალები არ წარმოიქმნას. საცივი აუცილებლად, უნდა მოდუღდეს და მიხაკის და დარიჩინის გარეშე ვერც წარმომიდგენია. იმერეთში ასე ვაკეთებთ , როდესაც მოიხარშება ნიგვზის სოუსი , ვამატებთ ხორცის ნაჭრებს და ერთს წამოვადუღებთ. უმატებთ ლიმონს ან თეთრ ძმარს.

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING