ტარხუნის ღვეზელი🍷
🌼ცომი-200გრ. რბილი კარაქი,2 ს. კ. ზეთი, ერთი ქილა მაწონი,1 ჩ. კ. შაქარი, 1 ჩ. კ. მარილი,1 ჩ. კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით,ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს ფაფუკი. ფქვილის დახმარებით ბრტყელდება🌼
🌺შიგთავსი-4 კონა ტარხუნის ქორფა ნაწილები დავჭრათ+2 კონა დაჭრილი მწვანე ხახვი+5 ც. დაჭრილი მოხარშული კვერცხი+ძალიან ცოტა დაჭრილი კამა,ოხრახუში და პიტნა+პილპილი და მარილი( უნდა კარგად იგრძნობოდეს )+2 ს. კ. არაჟანი. კარგად ავურიოთ🌺
🌈ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ცომის ნახევარზე მეტი გავაბრტყელოთ ისე რომ გვერდები ამოვუყვანოთ. გავანაწილოთ ზედ შიგთავსი და დავფაროთ ცომის მეორე ნაწილით,ვიმუშაოთ ფქვილის დახმარებით. მოვასწოროთ ზედაპირი,სურვილისამებრ გადავუსვათ არაჟნიანი კვერცხის გული და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში სანამ ოქროსფერს არ მიიღებს 180 გრადუსზე🌈
🌸სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით🌸