ფუმფულა, მარტივად მოსამზადებელი "ფოკაჩინები "
ინგრედიენტი
125 მლ თბილი წყალი
125 მლ თბილი რძე
10 გრ ახალი საფუარი
1 /2 ს/კ შაქარი
1/2 ს/კ მარილი
50 გრ ზეითუნის ზეთი
400 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი,უმჯობესია 200 გრ ფქვილი +200 გრ მანიტობა(პ/ფქვილი .რომელიც ძირითადად გამოიყენება პურ/ფუნთუშეულზე)
=================
მომზადება
მოცემული ინგრედიენტით, მოვზილოთ ცომი 10-15 წთ განმავლობაში(მიაქციეთ ყურადღება, ცომის დამუშავებას ,ძალიან მნიშვნელოვანია ცომისთვის)
მოზელილი ცომი, მოვასვენოთ თბილ ადგილას 40 წთ.
ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 12 სმ რადიუსის ფორმის დისკები
ფორმა მიცემული ცომის დისკებს თითებით ცომი ჩავუწიოთ ,შემდეგ ლამაზად მოვაწყოთ დაჭრილი პომიდორი ,შავი ან მწვანე ზეთის ხილი.მსუბუქად მოვაყაროთ ორიგანო და მარილი , კვლავ მოვასვენოთ 60-90 წთ(ცომის დისკი, უნდა გაორმაგდეს )
ამოსულ ფოკაჩინებს, ვიდრე ღუმელში შევაბრუნებთ ალაგ /ალაგ მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წთ(ღუმელი ვენტილაციაზე 170 გრადუსი 20-25 წთ)დამოკიდებულია ღუმელზე