23 Jun
23Jun

ატმები,მოხარშული შესქელებული რძით ,ბავშვობის გემო😘
ნამცხვარი - "ატამი"მოხარშული შესქელებული რძის კრემით
ინგრედიენტი 8 ც ატმისთვის
240 გრ პ/ფქვილი
100 გრ შაქარი
ვანილი
30 გრ გამდნარი კარაქი
0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ც კვერცხი
1 ს/კ არაჟანი(პირადად არ მქონდა არაჟანი და ვუყავი მაიონეზი )
----------------------------
კრემი
70 გრ კარაქი
150 გრ მოხარშული შესქელებული რძე
2 ს/კ ლიმონის წვენი
ნიგოზი
----------------------------
დეკორისთვის
2 ც სტაფილო
1 ც ჭარხალი
0,5 ჩ/ჭ შაქარი
პირადად გამოვიყენე ნატურალური საკონდიტრო ფხვილი (წიტელი და ყვითელი)გავხსენი ანადუღებ , ცივ წყალში. 
===================
მომზადება
1)მოცემული ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი ,შემდეგ გადავაკრათ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოვასვენოთ მაცივარში 20წთ.
2)ცომი გავყოთ 16 ტოლ ნაწილად.მივცეთ მრგვალი ფორმა, მოვათავსოთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წთ (დამოკიდებულია ღუმელზე)
3)გამომცხვარი ატმები გავაცივოთ. ამოვუღოთ შიგა გული და გავაფხვიეროთ.
4)თასსზე დავამუშავოთ რბილი კარაქი+მოხარშული შესქელებული რძე ავთქვიფოთ ,ბოლოს+ლიმონის წვენი ,შემდეგ შევურიოთ გაფხვიერებული მასა და კარგად შევაზილოთ
5)ატმის ორივე მხარე ,შევავსოთ კრემით. შუაში ჩავუდოთ ნიგვზის ლებანი .
6)მზა ატმები მოვათავსოთ მაცივარში ,შემდეგ გამოვიღოთ ,ნახევარი მხარე ამოვავლოთ ჭარხლის წვენში ,ნახევარი სტაფილოს წვენში ,შემდეგ კი ამოვსვაროთ შაქარში .
7)ფოთლები შეგიძლიათ გაუკეთოთ მასტიკით ან ნებისმიერი პატარა ზომის ფორთლებით.
======================
ცომში მაიონეზის ჩანაცვლებით, მასა იმატებს ფქვილის რაოდენობას ,ამიტომ თავად აკონტროლეთ,რადგან დამოკიდებულია ფქვილის ხარისხზე .

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING