"თაფლიანი ორცხობილები" , ძალიან გემრიელი ,რომლის მომზადებისას საოცარი სურნელი ტრიალებს სამზარეულოში .მაშ ასე წარმოგიდგენთ ინგრედიენტებს
225 გრ .შაქარი
225 მლ მზესუმზირის ზეთი
3 ს/კ თაფლი
2 ც კვერცხი
5 ს/კ სიმინდის სახამებელი
ვანილი
მწიკვი მარილი
16 გრ გამაფხვიერებელი
450 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი
-------------------------
ზედაპირზე წასასმელად
კვერცხის გულს +1ჩ/კ რძეში გახსნილი ყავა (ყავა დავუმატოთ იმ ოდენობით , მასამ რომ მიიღოს ბაცი ყავის ფერი)
❤❤❤❤❤❤❤
თუ გსურთ ნაკლებად ტკბილი , დააკელით 20 გრ შაქარი
თასსზე მსუბუქად გავთქვიფოთ კოვზით შაქარი და კვერცხი ,შემდეგ +თაფლი +მარილი+ვანილი.ინგრედიენტები კარგად შევაზილოთ ერთმანეთს ,ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას+სახამებელი+გამაფხვიერებელი +ნელ-ნელა პ/ფქვილი.მასა უნდა იყოს ფხვიერი ცომის კონსისტენციის (ცომმა შეიძლება დაიმატოს პ/ფქვილი ,რადგან დამოკიდებულია მის ხარისხზე)
საცხობ ფირფიტაზე, დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.მასსზე მოვათავსოთ პატარა ზომის ,ცომის ბურთულები(ხელში კარგად დაამრგვალეთ) ,შემდეგ ხელით მივცეთ დისკის ფორმა .ზედაპირზე გადავუსვათ ყავისა და კვერცხის ნაზავი და ჩანგლით გადავავლოთ ორჯერ ,რათა მიეცეს ლამაზი დეკორი
გამოვაცხოთ 180 /190 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში .ორცხიბილები მზად არი ,როდესაც მიიღებს ფოტოზე არსებულ ფერს
მოამზადეთ ,მერწმუნეთ დაგიტოვებთ დაუვიწყარ გემოს✌👍❤