24 Jun
24Jun

💖 გავიხსენე ძველი,ბავშვობის გემო😊 არ ვიცი ამ ნამცხვარს რამდენი სახელწოდება აქვს😊,,მადონა" ,,მედოკი" ,,ზღაპარი" მე თაფლიან ნამცხვარს ვეძახი

.მ ო მ ზ ა დ ე ბა:წყალს ვასხავთ ქვაბში და ზევიდან ვდებთ ჯამს. ჯამში ჩავყაროთ 2 ჩ/კ სოდა -ძმრით, უნდა გაშრეს+ 4ს/კ თაფლი და ვადუღოთ ,რათა გაწითლდეს.+ 250 გრ დარბილებული მარგარინი.ცალკე ათქვეფილი 4 კვერცხი -400გრ შაქარში და ვანილში. დავუმატოთ ამ მასას.ვურიოთ სანამ ფერს არ შეიცვლის+ 5/ჭიქა ფქვილი(ნაგულისხმევია 200გრამიანი ჭიქა) ნელ-ნელა ჩავყაროთ და იდუღოს 15 წთ. მასა არ უნდა ეწეპებოდეს ჯამის კედლებს.გადმოვიღოთ ფქვილიან ფიცარზე და გავყოთ 8 ნაწილად,თუ საცხობი ფირფიტა პატარა ზომისაა(ამ შემთხვევაში 7 ფენაა,ფირფიტა დიდია) ვაბრტყელებთ ძალიან თხლად.ცხვება სწრაფად 180 °.ფირფიტას ცოტა ფქვილი მოაყარეთ. __კ რ ე მ ი:- 8 სუფრის კოვზი ფქვილი და 200გრ შაქარი ერთად ავურიე და გავხსენი 1ლიტრა რძეში ნელ-ნელა. (კარგად იხსნება ასე) მოვადუღე ფაფა.გავაგრილოთ და + ცალკე ათქვეფილ 200 გრ კარაქს ცოტ-ცოტაობით.+ვანილი+ ჩვეულებერივი,,სგუშონი".ნამცხვრის ფირფიტებს ვაჭრით გვერდებს ზევიდან მოსაყრელად😘☕









კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING