პეროგი
თასზე დავაცრათ 6-7 ჭიქა უმაღლესი ხარისხის ფქვილი+2,5 ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა ზეთი , მწიკვი მარილი, ვანილი და ავაფხვიეროთ კარგად , ამ ფხვიერი მასიდან ,ავიღოთ ერთ ჭიქა და შევინახოთ., ხოლო დანარჩენი ამოვაღრმაოთ , ჩავასხათ შიგ 0,5 ლ. მაწონი ერთი კოვზი სოდით , ორი ცალი კვერცხით , 200 გრ. ქიშმიში , ავურიოთ კარგად .მასა არის დასასხამი , არაჟნის სისქის .ვასხამთ საცხობ ფორმაში, ზემოდან მოვალაგე ატმი( მურაბიდან ამოღებული ატმის ნაჭრები)შოკოლადის ღილები და ქლიავის ჯემი თითო კოვზი, შემდეგ მოვაყაროთ შენახული ფხვიერი მასა და შევდგათ გამოსაცხობად, საშუალო ტემპერატურაზე მიახლოებით 45-50 წუთი .
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.