ფახლავა
5 ჩაის ჭიქა ფქვილს დავათალოთ 250 გრ. ცივი კარაქი (ვალიო), ავაფხვიეროთ ხელში კარგად , მასას გავუკეთოთ გული და შიგ ჩავასხათ 500 მლ. მაწონში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი სოდა , 4 ცალი კვერცხის გული,( ცილები შევინახოთ ) მარილი , ვანილი . მოვზილოთ კარგად და ფქვილიანი ხელით შევაგუნდაოთ ნაზი ცომი , გავყოთ სამ ნაწილად , ჩავდოთ ემალის ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში ერთი საათი .
5 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფო კარგად , (4 შენახული გვქონდა და ერთი კვერცხის ცილა დავამატოთ ) და ამ მეხუთეს გული გამოვიყენოთ თავზე მოსასმელად . დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი, გავაკეთოთ მაგარი ბეზე, დავუმატოთ ვანილი .
მაცივრიდან გამოვიტანოთ ცომი , გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელით ჟარონის ტოლზე პირველი გუნდა
და დავდოთ ცხიმიან ჟარონაზე , გადავუსვათ ბეზეს ნახევარი, მოვაყაროთ ქიშმიში , მოხალული და დაჭრილი თხილი ბლომად და მოვაწუწოთ თაფლი , შემდეგ მეორე ფენაც ასევე , ხოლო მესამე ფენას ზემოდან გადავუსვათ შენახული ერთი ცალი კვერცხის გული ერთ პატარა კოვზ არაჟანში არეული და დავჭრათ სასურველ ზომებად .
გამოვაცხოთ ცხელ ღუმელში საშ. ცეცხლზე მიახლოებით 40 წუთი ქვედა წვა და 10 წუთი ჩაურთოთ ზედა წვა დასაბრაწად.
გამომცხვარს ცხელს ზემოდან გადასუსვათ ერთი კოვზი თაფლის და წყლის ნაზავი და გადავაფაროთ თავზე .
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით .