კვერცხი-3ც, შაქარი-200გრ, ვანილი, მწიკვი მარილი, სოდა-1 ჩ/ კ, მაწონი-150 მლ, ზეთი-3 ს/კ, ფქვილი-დაახლოებით 250 გრ( ცომი უნდა გამოვიდეს კოვზით გასაყვანი. გულსრთისთვის: მარწყვი და ჟოლო-300გრ, შაქარი გემოვნებით, წყალი-50 მლ, სახამებელი-1 ს/ კ.

გულსართი: მარწყვს და ჟოლოს დავამატოთ წყალი, შაქარი და შევდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ სანამ ოდნავ არ შერბილდება. შემდეგ ჩავამატოთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი სახამებელი. მუდმივი მორევით წამოვადუღოთ. შემდეგ გადმოვდგათ და შევაგრილოთ. ბისკვიტი: კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ავთქვიფოთ მყარი მასის მიღებამდე. ჩავამატოთ ზეთი, მაწონი-სოდით და გაცრილი ფქვილი. ფორმას წავუსვათ ცხიმი. ფორმის ცენტრში დავასხათ 2 ს/კ ცომი, ზემოდან 1 ს/კ კენკრის მასა და ასე გავაგრძელოთ მონაცვლეობით მასალის ამოწურვამდე( როგორც ზებრა). შევდგათ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოშრობამდე. მარტივი და გემრიელია. გისურვებთ წარმატებებს!

