24 Jun
24Jun

 "ფახლავა-ხინკალი"ზიზის თვალით დანახული კულინარია

მოგართვით განსხვავებული " ფახლავა-ხინკალი". ყველამ იცით უკვე რომ სტანდარტულს ხშირად არ ვაკეთებ არაფერს, იმედი მაქვს ეს იდეაც მოგეწონებათ.🥣 მასალა: ფქვილი-800-850 გრ( 4ჭ), შაქარი-200 გრ,ნიგოზი-300 გრ,კვერცხი-4 ც,კარაქი ან მარგარინი-300 გრ,თაფლი-3 ს/კ,წყალი-50მლ,არაჟანი ან მაწონი-300 მლ,სოდა-1 ჩ/კ.მწიკვი მარილი. ფქვილს დავამატოთ მარილი,კარაქი და ხელით დავსრისოთ ფხვიერი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩავამატოთ 3 კვერცხის გული ( 1 გული გადავინახოთ ზემოდან წასასმელად), არაჟანში გავხსნათ სოდა და ესეც დავანატოთ ფქვილიან მასას.მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ პარკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 40.ცალკე თასში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და შაქარი,შეურიოთ ნიგოზი.. მზა ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ წრეები.თითიეული წრე გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი.მოვახვიოთ ხინკალი ჩვეული წესით.წაუსვათ ცოტაოდენ წყალში გახსნილი კვერცხის გული. დავაწყოთ ჟარონაზე.შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. სანამ ფახლავა ცხვება მოვამზადოთ თაფლიანი სიროფი: 50 გრ შაქარს დავასხათ 50 მლ წყალი და 3 ს/კ თაფლი. შევდათ ცეცხლზე და ვადუღოთ დაახლოებით 3-4 წუთი. 30 წუთის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ ფახლავა და ცხელსვე წავუსვათ მდუღარე სიროფი. ისევ შევდგათ ღუმელში 5 წუთით. გისურვებთ წარმატებებს! ❤️🌹

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING