ორცხობილა "ხაჭოიაინი სინაზე:...✌✌✌
მასალა ცომისთვის...
1.კარაქი 110 გრ.
2. ფქვილი. 360 გრ.
3. არაჟანი. 150 გრ.
4. კვერცხის გული 2ცალი
5. გამაფხვიერებელი 1ჩ. კ.
6. მწიკვი მარილი
მასალა გულსართისთვის...✌✌✌
1. ხაჭო. 280 გრ.( 5-9 %- იანი)
2. შაქარი. 100 გრ.
3. არაჟანი. 2 სუფრის კოვზი
4. კვერცხის ცილა 2ცალი
5. პურის ფქვილი. 2 კარგად სავსე სუფრის კოვზი
6. ვანილი
მაშ ასე შევუდგეთ მომზადებას მეგობრებო...
თასზე ფქვილი,გამაფხვიერებელი და მარილი ,ავურიოთ კოვზით კარგად,დავაჭრათ ოდნავ შერბილებული კარაქი და ხელით ვაქციოთ ერთგვაროვან მასად,შემდეგ არაჟანი და კვერცხის გულები დავამატოთ მოვზილოდ ცომი კარგად და 1 საათი მაცივარში შეფუთული...
ამასობაში მოვამზადოთ გულსართი ...
თასში ყველა საჭირო ინგრედიენტი ბლენდერის მეშვეობით ვაქციოთ ერთგვაროვან მასად ...
ცომი გავყოთ ორად ,თითოეული გავაბრტყელოდ თხლად გადავუსვათ ხაჭოს გულსართი ,დავახვიოთ რულეტივით ,დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად , თითოეული ნაჭრის გვერდები ამოვავლოთ საფანელში ,რომელიც მზადდება 1 ს/კ. პურის ფქვილისგან და 1ს/კ. შაქრისგან ,დავალაგოთ საცხობ ქაღალდ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ,დასჭირდა 30 წთ. გამოვიდა 16 ცალი...
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა !!!...🖒🖒🖒