29 Jun
29Jun

უგემრიელესი ფუნთუშები (სალო შუბითიძეს რეცეპტებიდან)

500 გრამო რძე.1 ჩ/ჭ  შაქარი, 2 ს /კ საფუარი (ძალიან სავსე არა),ვანილი. 1 ც კვერცხი . 100 გრ მარგარინი 

 მომზადება: 250 გრ რძეს + 1 ს/კ  შაქარი და  2 ს/ კ საფუარი , 1 ს/კ  ფქვილი  და დაველოდოთ ვიდრე არ  აფუვდება ,ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი  შაქართან ერთად + გამდნარი მარგარინი(თბილი)+თბილი რძე და საფუარიანი მასა +ვანილი და მოვზილოთ  ნაზი ცომი(ფქვილი რასაც შეიზელს)
--------------------------------------------------
ჩემი მომზადებული ცომი იყო საშუალოზე თხელი(კლასიკური ფუნთუშის ცომის კონსისტენციის) .დავამუშავე ენერგიულად 10 წთ .განმავლობაში ,ბოლოს შევაზილე ოთახის ტემპერატურის კარაქი .ცომი არის რბილი და ელასტიური.გადავაკარი საკვების შესაფუთი ცელოფანი .შევფუთე და თბილ ადგილას მოვასვენე 2 სთ .ცომი დავჭერი თანაბრად .გავაბრტყელე ,ალაგ-ალაგ მოვაყარე ქიშმიში გადავახვიე და მივეცი ფორმა .მოვათავსე პერგამენტ დაფარებულ ქაღალდზე და მოვასვენე თბილ ადგილას ,ვიდრე არ გაორმაგდა ,ბოლოს თავზე გადავუსევი 1 კვერცხის გულისა და 1 ს/კ რძის ნაზავი .გამოვაცხვე 200 გრადუსსე გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსი 20-25 წთ(დამოკიდებულია ღუმელზე) ,შემდე გამომცხვარს ,ცხელზე საკონდიტრო ფუნჯის საშუალებით გადავუსევი სიროფი
(მარგარინი ჩავანაცვლე 100 გრ კარაქით)
------------------------------------------------
ფუნთუშებისთვის საჭიროა თბილი გარემო.ინგრედიენტთა სწორი თანაფარდობა ,მაღალი ხარისხის ფქვილი,ახალი საფუარი და კარგად თბილი რძე.
ცომის შეგიძლიათ მისცეთ ,თქვენთვის სასურველი ფორმა.

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING