ლეღვის უგემრიელესი მურაბა ❤❤❤
მე ვიტყოდი რომ ეს მურაბების დედოფალია❤❤
ლეღვს გადავავლოთ წყალი და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.დავასხათ მდუღარე წყალი და დავტოვოთ 30-40წთ,შემდეგ გადავწუროთ თუშფალანგზე და ჩავუშვათ ცხელ სიროფში. წამოვადუღოთ .გამოვრთოთ და 9-10 სთ გასვლის შემდეგ ისევ წამოვადუღოთ 15 წთ,ისევ გამოვრთოთ და ასე დავტოვე მთელი ღამე .დილით კვლავ დავდგი გაზქურაზე და მივიყვანე მზაობამდე სადღაც 40-50წთ დასჭირდა.სიროფი ამოიღეთ თეფშზე ,რომ გაცივდება კოვზით გახაზეთ და თუ ხაზი გაიკეთე მზადაა...სიროფი:1კგ ლეღვზე 1 კგ შაქარი და 1ჭ წყალი, ეს წამოვადუღოთ და ჩავუშვათ უკვე წყლისგან დაწურული ლეღვი ,მზა მურაბა გადავიტანოთ დამდუღრულ მშრალ ქილებში. გინდა მოხუფეთ, გინდა რეზბიანში.პირადად ლეღვს მოხუფულს ვამჯობინებ