24 Jun
24Jun

საზამთროს ხრაშუნა მურაბა 💖💖 

1 კგ საზამთრო.1,200 შაქარი.1ლ  წყალი.2ს.კ.სოდა.ვანილი,მიხაკი და დანის წვერით ლიმონ მჟავა.

საზამთროს ქერქებს ავაჭრა კანი და გულის ვარდისფერი ნაწილი, დავჭრათ პატარებად.დავჩხვლიტოთ ჩანგლით ორივე მხრიდან და ცივ წყალში გავაჩეროთ ცოტა ხანს.მოვამზადე სოდიანი წყალი და დავტოვე 5სთ სოდიან წყალში,შემდეგ კარგად ვრეცხე გამდინარე წყლით.2ლ. წყლით და 1 ჭიქა შაქრით გავაკეთე სიროფი და წამოვადუღე .გამოვრთე  და დავტოვე 2სთ. შეგრილებამდე,შემდეგ უკვე გავაკეთე სიროფი და ვხარშე 30 წთ გამოვრთე დავტოვე დილამდე,ასე ვხარშე 3დღე დილა საღამოს, მეოთხე დღეს მივიყვანე ბოლო მზაობამდე,შევახარშე რამოდენიმე მარცვალი მიხაკი,საზამთროს კანი პრიალს რომ დაიწყებს უკვე მზადაა,ბოლოს ვანილი და დანის წვერით ლიმონმჟავა რომ არ ჩაშაქრდეს.

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING