მწვანე ტყემალი, ტარხუნით და მწვანე წიწაკით 👌👌👌
ვინაიდან ჩემთან ძალიან უყვართ ჩაქაფული, უკვე მერამდენე წელია ვინახავ ამ მეთოდით და ვიყენებ ზამთარში. ინახება “ასპირინის” გარეშე და არანაირად არაა მავნებელი.
მომზადება: გასუფთავებულ, გარეცხილ ტარხუნას, ვაშრობ და ვაწყობ გასტერილებულ ქილებში, ვუმატებ 2-3 ცალ მწვანე წიწაკას და ვავსებ მწვანე ტყემლით. ვასხამ ადუღებულ წყალს და ვტოვებ 20- წუთს, შემდეგ გადავღვრი წყალს და ისევ ვასხამ ახალ ადუღებულ ქაფქაფა წყალს, მოვხუფავ და შევფუთავ თბილად, სრულ გაგრილებამდე, შემდეგ გადამაქვს გრილ კარადაში და ასე ინახება თუნდაც ორი წელი....👌👌👌
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით 🥰😘🥰