28 Jun
28Jun

250 გრ. თბილ წყალში გავხსნათ 2 ს.კ.შაქარი , 1 ჩ.კ ჩაის  მარილი , 2 ჩ/კ საფუარი + 350 გრ.უმაღლესი ხარისხის  ფქვილი(გაცერით) და ხელით კარგად ავურიოთ, ისე რომ ერთგვაროვან მასად იქცეს .გადავაკრათ საკვების შესაფუთი ცელოფანი  და  დავდგათ ასაფუებლად. 15--20 წუთში ამოფუმფულდება . გადავიტანოთ თასსზე+სამი    ნახევარ კილოიანი ქილა, პირამდე სავსე ფქვილი და ერთი  ნახევარი  კილოიანი ქილით  თბილი წყალი, მოვზილოთ კარგად ცომი , შვეაგუნდავოთ ხელში . დააფარეთ თავზე და დადგით ამოსასვლელად, მალე ამოვა ჩაზილეთ , შემდეგ დაყავით პატარა
80 გრ. გუნდებათ .ჩადეთ შიგ ერთი 1 ს/კ კრემი .მოუკარით თავი და გააჩერეთ ზეთმოსმულ ფიცარზე (რომ არ დაეწებოს) 10 წუთი, ეს გუნდები კიდევ გაიზრდება, ფრთხილად აიღეთ და ადუღებულ ზეთში შეწვით. შემწვარი ფუნთუშები ,დადეთ სამზარეულოს ქაღალდზე, რომ ზედმეტი ზეთი შეიწოვოს , გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
კრემი : 2 ჩ/ჭ შაქარი და 1 ჩ/ჭ პ/ფქვილი,
0,5 ჩ/კ ავურიოთ .გავხსნათ 1.ლ თბილ წყალში (პონჩიკის კრემი კეთდება წყალზე ) და მოვადუღოთ ფაფა .ცხელშივე ჩაამატეთ ვანილი +3 ს.კ ზეთი , ფერისთვის ერთ სუფრის კოვზ თბილ წყალში
გახსნილი ცოტა ლიმონის ფერი , კრემი უნდა იყოს თხელი , პრიალა . და მოყვითალო ფერის .
ძალიან ფუმფულა და გემრიელია.
( ამ პორციით გამოვიდა 30 ცალი .)
გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით .

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING