28 Jun
28Jun

უგემრიელესი "ჯემიანი ხვეულები"
მასალა
რძე 125მლ
წყალი 125მლ
შაქარი 100 გრ
საფუარი მშრალი 6 გრ
კვერცხი 1 ც
ვანილის პაკეტი 1 ც
კარაქი გამდნარი და გაცივებული 50 გრ
ზეთი 30მლ
მწიკვი მარილი
ფქვილი 500-550 გრ
ჯერ მოვამზადე აპარა
თასში ჩავასხი თბილი რძე და წყალი+ საფუარი+ საერთო მასიდან 1 ს.კ. შაქარი და 3 ს.კ. ფქვილი,, კარგად ავურიე და თბილ ადგილზე დავდგი 15 წთ
თასსზე ავთქვიფე 1კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად გათეთრებამდე+ვანილი+გამდნარი კარაქი+ზეთი+ ცოტა მარილი და კარგად ავურიე, შემდეგ ჩავასხი აფუებულ აპარაში და კარგად გადავურიე,ნელ-ნელა +გაცრილი ფქვილი და ვ ზ ი ლ ე 10 წთ
ცომი უნდა იყოს ფაფუკი და ელასტიური. გადავაფარე საკვების შესაფუთი ცელოფანი და დავდგი 1 სთ ასაფუებლად
ცომი გავყავი 2 ტოლ ნაწილად და თითოეული 6 გუნდათ, გამოვიდა 80გრ-იანი გუნდები.
ჯემი ქლიავის გამოვიყენე.
თავზე კვერცხის გული გადავუსვი და ვაცხვე 165 ზე 20 - 25 წთ

გემრიელად მიირთვით


კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING