ტარხუნის ღვეზელი განსხვავებული ვარიანტით
გულსართი: 2 ცალი ხახვი დავჭერი წვრილად და მოვშუშოთ 100გრ კარაქში+ 2 კონა მწვანე ხახვი დაჭრილი, 4 კონა ტარხუნა დაჭრილი (უხეში ღეროები უნდა მოაცილოთ) მარილი გემოვნებით , გადმოვდგი გაზქურიდან და გავაცივოთ . 2ცალი კვერცხი მოხარშული დავჭერი, 300გრ ყველი ნაკლებმარილიანი. შევურიოთ ერთმანეთში. ცომი მოვზილე კეფირში . 6-7ჭიქა ფქვილი და 150გრ კარაქი გავაფხვიერე+ 1ს/კ შაქარი, 1ჩ/კ მარილი, 1ჩ/კ დროჟი დავასხი 50 მლ თბილი წყალი გავხსენი კარგად+ 1 კვერცხი და დაახლოებით 350-400 მლ კეფირი ოთახის ტემპერატურის. მოვზილე ცომი. ამოფუვდა 20წთ. შევდგი მაცივარში 1სთ. შემდეგ გამოვაცხვე. 250გრადუსზე. ზემოდან წავუსვი 1 კვერცხის გულისა და 1სკ რძის ნაზავი.