24 Jun
24Jun

ოჯახური
ღორის ხორცი დავჭერი, მოვაყარე ცოტა მარილი და წითელი წიწაკა .ავურიე კარგად და ერთი საათი დავდგი, შემდეგ შევწვი. გახურებულ ტაფაზე თავისივე ცხიმში , მაღალ ცეცხლზე , მიახლოებით 15 წუთი, შემწვარი ხორცი ამოვიღე , იმავე ცხიმს ცოტა ზეთი დავამატე და დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი შევწვი, როცა კარტოფილი დაიბრაწა ,ამოვიღე ტაფიდან და ორი თავი ხახვი აყა-ალყად დაჭრილი და ორი კბილი ნიორი შევწვი . ბოლოს ყველა ერთად მოვათავსე , ავურიე კარგად , დავაჭერი ცოტა ცერეცო , დავაყარე შავი წიწაკა. და 3-4 წუთი ცეცხლზე გავაჩერე თავდახურული .
ძალიან გემრიელობაა.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით .

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING