24 Jun
24Jun

ქაბაბი სომხურ ლავაშში (ჩემეული ვარიანტი)
საქონლის და ღორის ხორცი სულ ერთი კგ. გავატარე მაშინკაში,გავატარე ასევე ორი თავი ხახვი და ნახევარ- ნახევარი კონა ქინძი და ოხრახუში, ორი კბილი ნიორი, ფარშს დავუმატე ერთი მუჭა კოწახური , ერთი ჩ.კ. უცხო სუნელი, ერთი ჩ.კ.ხმელი სუნელი, ერთი ჩ.კ. ძირა, მარილი და წიწაკა გემოვნებით, სამი სუფრის კოვზი ორცხობილას ფხვნილი, და თეთრი ღვინო 6 ს.კ. ფარში მოვზილე კარგად და ერთი საათი მაცივარში მოვათავსე. შემდეგ მივეცი სასურველი ფორმა და შევწვი ტაფაზე ცხიმში.
სომხური ლავაში დავჭერი სასურველ ზომებად. ლავაშის ნაჭერს გადავუსვი მაიონეზი, კეტჩუბი, დავადე სალათის ფოთოლი, შემდეგ შემწვარი ქაბაბი , მოვაყარე დაჭრილი ოხრახუში, ხახვი და წითელი ბულგარული და გადავახვიე, ზემოდან მოვაყარე ცოტა წითელი წიწაკა დაფქვული. ძალიან გემრიელი გამოვიდა.

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING