ჟელეს ტორტი "ჩიტის რძე"(ლია ოდიშარიას რეცეპტებიდან)
საჭიროა 22 სმ.რადიუსის ფორმა
1. 50 გრ. ჟელატინის ფხვნილს დავასხათ ცივი რძე იმ რაოდენობით,რომ კარგად დაიფაროს და დავაყოვნოთ ნახევარი საათი .
2. 1 კგ. არაჟანი ,ერთი ქილა შესქელებული რძე , 500 მლ. რძე და ვანილი შევურიოთ ერთმანეთს მიქსერით დაბალ სიჩქარეზე .
3. დამბალი ჟელატინი გავალღოთ წყლის ორთქლზე , არ ავადუღოთ ,გავაგრილოთ ,შევურიოთ ცოტა არაჟნიანი მასა და მოვურიოთ კარგად,რის შემდეგ წვრილ ნაკადად შევურიოთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე დარჩენილ არაჟნიან მასას .
4. მასა გავყოთ ორ ნაწილად ,ერთ ნაწილს დავუმატოთ 2 სავსე სუფრის კოვზი კაკაო და 1 სავსე სუფრის კოვზი ხსნადი ყავა (ყავა წინასწარ გავხსენი ცოტა ცივ რძეში) ,
5 ყავისფერი მასის ნაწილი ჩავასხათ ფორმაში,შევდგათ მაცივარში გამყარებამდე ,შემდეგ დავასხათ მთლიანად თეთრი მასა,ისევ მაცივარში და ბოლოს ყავისფერი მასა დავასხათ ,ისევ მაცივარში 4- 5 საათი.
მე გამოვიყენე 26 სმ- ის დიამეტრის მქონე გვერდებ მოსახსნელი ფორმა ,რადგან არ მქონდა უფრო პატარა ,სჯობს გამოვიყენოთ დაახლოებით 22სმ.-ის დიამეტრის მქონე ფორმა ,ტორტი გამოვა უფრო მაღალი და ვიზუალურად უფრო ლამაზი