"თევზი ქინძმარში"
გარეცხილ ,გასუფთავებული თევზი, დავჭერი საშუალო ნაჭრებად და ჩავაწყვე მარინადში , რომელიც ასე მოვამზადე , ერთ ჭიქა ძმარში ,გავხსენი მარილი და დაღერღილი წითელი მწარე წიწაკა, გავაჩერე ერთი საათი , შემდეგ ამოვიღე ნაჭრები და სამზარეულოს ქაღალდზე დავდე.გავაცხელე ზეთი ტაფაზე და თევზის ნაჭრები შევწვი.
ქინძძმარი : გავატარე მაშინკაში ახალი მწვანე ქინძი.დავასხი ძმარი ,წყალი , მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით . . ძმარი რაც უფრო ძლიერია,უფრო მეტი წყლის დამატება დაგჭირდებათ .
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.