24 Jun
24Jun

თევზის ფილე პრასის სოუსით"
სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეითუნუს ზეთი +მცირე რაოდენობით კარაქი+დაჭრილი პრასი ვშუშოთ 5 წთ +ბოსტნეულის ბულიონი(500 მლ წყალს+1 ც ბულიონი)და ვადუღოთ 10 წთ.(ბულიოს ვუმატებთ იმ რაოდენობით ,დაბლენდერების შემდეგ რომ მივიღოთ სოუსის ან პიურეს კონსისტენცია)+ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით ,შემდეგ დავაბლენდეროთ(ამ შემთხვევაში დავტოვე პიურეს სისქეზე)
თევზის ფილე გავრეცხოთ .დავწრიდოთ და მოვათავსოთ სამზარეულოს ქაღალდზე .დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.
ტაფაზე ზეითუნის ზეთს +მთლიანი კბილი ნიორი +მარილითა და სავი პილპილში დამუსავებული თევზის ფილე +ლიმონის წვენი და შევწვათ.
პრასის ფოთლები მოვხარშოთ მარილწყალში ისე ,რომ ფორმა არ დაკარგოს ,შემდეგ გავახვიოთ შემწვარი თევზის ფილე .
კერძს შეგიძლიათ გაუკეთოთ დეკორი ,როგორც მე შემოქთავაზეთ ან სურვილისამებრ 
გემრიელ სადილს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო !!!❤️👍✌️😘
---------------------
თევზს არ ვწვავთ კლასიკური წესით ბევრ ზეთში.
ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ,ჩაანაცვლოთ (საქართველოში მყოფებმა) ,მაღალი ხარისხის მზესუმზირის ზეთით
ამ შემთხვევაში პრასის სოუსი დავტოვე, სქელ კონსისტენციაზე .






კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING