24 Jun
24Jun

"კაპუნსეი"
ინგრედიენტი
-500 გრ სუხარის ფქვილი
-500 მლ.ხორცის ბულიონი(500 მლ წყალში გავხსნათ 1 ც. ხორცის ბულიონი)
-100 გრ გახეხილი პარმიზანი(შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ,ნებისმიერი ქართული, მშრალი გახეხილი ყველით)
-2 ც.კვერცხი
-1 ჩ/კ ოხრახუში(წვრილად დაჭრილი ოხრახუში)
-1 კბილი ნიორი(გახეხილი)
-მარილი,შავი პილპილი გემოვნებით

დამატებით დაგვჭირდება

-ხორცის ბულიონი
-გამდნარი კარაქი
-გახეხილი პარმიზანი(ქართული მშრალი ყველი)
-სალვიას ფოთოლი
მომზადება
1)ავადუღოთ ბულიონი
2)ჯამზე სუხარის ფქვილს +ოხრახუში+ნიორი+მარილი+პილპილი+გახეხილი პარმიზანი +ნელ/ნელა ბულიონი. მოვზილოთ ცომი და მოვასვენოთ 20 წთ.
3)ცომს +მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი ,მოვზილოთ და კვლავ მოვასვენოთ 15 წთ.
4)მასა გადმოვიტანოთ პერგამენტ დაფენილ საზელ დაფაზე , მივცეთ ფოტოზე წარმოდგენილი ფორმა.ჩავყაროთ ადუღებულ ბულიონში ,როდესაც ზედაპირზე ამოვა, გადმოვიღოთ ქაფქირით.
5)ტაფაზე გავადნოთ კარაქი +სალვიას ფოთოლი +მოხარშული კაპუნსეი(ვუმატებთ პირდაპირ ქაფქირით გადმოღებულს) ავურიოთ ,ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, გადმოვიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მივირთვათ ცხლად.









კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING