24 Jun
24Jun

პასტა/სპაგეტი ზღვის პროდუქტებით ,კერძოდ მიდებითა და კრევეტებით
კერძი მათთვის ,ვისაც უყვარს და მისი მომზადება , საჭიროებას წარმოადგენს ,უცხოეთში მყოფი ემიგრანტების სამზარეულოში
გემრიელ სადილს გისურვებთ მეგობრებო !!!❤️😘
400 გრ სპაგეტი
500 გრ მიდები
300 გრ გამბერი
6 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
მწარე წიწაკა ან შავი პილპილი
თეთრი მშრალი ღვინო
ოხრახუში
100 გრ პომიდორი (პომიდორი დატერინი)
მომზადება
1)ტაფაზე ვასხამთ 4 ს/კ ზეითუნის ზეთი +1 კბილი ნიორი+მიდები ჩავშუშოთ 5-6 წთ ,შემდეგ ცალკე გადმოვიტოთ დეკორისთვის რამდენიმე ცალი მიდი
2)ტაფაზე 2 ს/კ ზეთს+1 კბილი ნიორი+გარეცხილი კრევეტები ,ნახევრად ჩაშუშულს +თეთრი მშრალი ღვინო ,როდესაც ღვინო აორთქლდება +მარილი და პილპილი გემოვნებით +პატარებათ დაჭრილი პომიდორი ,რამდენიმე წუთის შემდეგ +მიდები და გამოვრთოთ.
3)პასტა/სპაგეტი მოვხარშოთ მარილწყალში ,ისე რომ აკლდეს .გადავწუროთ და დავუმატოთ ტაფაზე მზა ზღვის პროდუქტებს ,კვლავ დავდგათ საშუალო ცეცხლზე(5 წთ),რათა სპაგეტმა მიიღოს ზღვის პროდუქტის არომატი ,შემდეგ გადმოვდგათ ,მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ,თუ სურვილი გექნებათ წარმოადგინეთ კერძი ისე ,როგორც ფოტოზეა.
-------------------------------
პ.ს.არსებობს ამ კერძის მრავალი ვერსია ,მე თქვენ კი წარმოგიდგინეთ ,ერთ-ერთი ვარიანტი ❤️
Buon appetito !!!






კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING