ზებრა ( ნატალის რეცეპტებიდან )
მომზადება
3კვერცხს(ოთახის ტემპერატურის)+300 გრ შაქარი ვთქვიფოთ ,ვიდრე არ გაორმაგდება +120 გრ მზესუმზირის უსუნო ზეთი+300 გრ ოთახის ტემპერატურის რძე +ვანილი,ბოლოს შევაზილოთ 320 გრ პ/ფქვილში +16 გრ გამაფხვიერებელი.მზა ცომი გავყოთ ორ ტოლ ნაწილად ,ერთ ნაწილს+30 გრ კაკაოს ფხვნილი .
მზა მასას ვასხამთ, ცხიმ/ფქვილ მოფრქვეულ საცხობ ფორმაში (ორი ფერის მასას, ფორმაში ვასხამთ ფერთა მონაცვლეობით)
გამოვაცხოთ 160 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წთ(დამოკიდებულია ღუმელზე.შეამოწმეთ ხის ჩხირით)
--------------------------
გამომცხვარ ცივ ბისკვიტს, მოვაცრათ შაქრის პუდრა და მოვასხათ ალუბლის სიროფი .
გემრიელად მიირთვით !!!❤️