ალუბლის ფუმფულა პეროგი
მასალა:
3ც.კვერცხი
220გრ შაქარი
150გრ კარაქი
200გრ არაჟანი
ვანილი დანის წვერით
1ჩ.კ.სოდა ძმართან
200გრ კურკა გამოცლილი ალუბალი
1ჭქ ფქვილი(250გრამიანი)
მწკვ მარილი🍪🍪🍪🍪🍪🍪🍪🍪🍪
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ ხელის სათქვეფით.დავუმატოთ გამდნარი კარაქი(შეგრილებული)+არაჟანი რომელშიც კარგად გახსნილი იქნება სოდა ძმარი მარილი და ვანილი.შემდეგ ფქვილი.
ცომი უნდა იყოს დასასხმელი.
ფორმას ცხიმი წავუსვი და ქაღალდი ჩავუფინე. ალუბალი ამივავლე სახამებელში და ასე გავანაწილე ცომზე. კოვზით ისე დავაწექი რომ ნახევრად დაფარულიყო ალუბალი და გამოვაცხე 25×35ზომის ფორმაში 180გრადუსზე ჯერ ქვედა ,რომ ამოიწია და ცხობის სურნელი ვიგრძენი ,შემდეგ ზედაც ჩავურთე .
გამოცხვა ფუმფულა და ზემიდან მოვაფრქვიე პუდრი.გემრიელიაო მოეწონათ ვინც მიირთვა.