27 Jun
27Jun

🥞 სამარხვო პეროგი🥞

დაგვჭირდება:
🥞 პ.ფქვილი 380 გრ.
🥞შაქარი 250 გრ.
🥞2პაკეტი არომატული ჩაი
🥞 6სკ. ზეთი ( მზესუმზირის)
🥞6 სკ. ჯემი ( კენკროვანი ხილის)
🥞1.5 ჩკ. სოდა ლიმინის წვენით

მომზადება:

🥞2პ. ჩაის დავასხათ 300 მლ. ცხელი წყალი და გავაკეთოთ ნაყენი.
🥞ჯამში ჩავაცრათ პ. ფქვილი, დავუმატოთ შაქარი და ავურიოთ კარგად.
🥞დავუმატოთ უკვე გაგრილებული ჩაის ნაყენი და ავურიოთ
🥞ვუმატებთ ზეთს, და ჯემს ( ჯემი სურვისამებრ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ) და ბოლოს სოდა ლიმონთან ერთად.
კარგად შევაერთოთ მასა.
🥞ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრ. ზე 40 წთ.
22 სმ. დიამეტრის ფორმაში.
ჩემი პეროგი დამცხვარია 24 იანში.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
⚠️გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის პოტენციალი.
არის ძალიან ფუმფულა, ჩაის არომატი ანიჭებს სასიამოვნო გემოს და ჯემი აძლევს ბისკვიტს შესანიშნავ სინოტივეს.
გააკეთეთ, მიირთვით, ისიამოვნებთ!!!
❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING