გარგრის პეროგი.
4 კვერცხი +2 ჩ.ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე +150 გრ.გამდნარი მარგარინი+ 500 მლ მაწონში გახსნილი 1 ჩ.კ სოდა+ ვანილი. თუ გაქვთ 2 სადილის კოვზი ლიმონის ზეთი და ბოლოს 4,5 ჩ.ჭიქა პ/ფქვილი. ცომი დავასვენე.
გარგარი გავფცქვნათ და დავჭრათ.
ცომი დავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოფრქვეულ საცხობ ფირფიტაზე .კოვზით გადავასწოროთ თანაბრად .ზემოდან დავალაგოთ გარგრის ნაჭრები.
ცხვება 150°- ზე. გაცხელებულ ღუმელში 30 წთ(დამოკიდებულია ღუმელზე)
მიირთვით გემრიელად.❤🥞☕