პეროგი ალუბლით
(ამ ინგრედიენტების რაოდენობის ცომი გავყავი 2 ტოლ ნაწილად და ერთი ნაწილით ზებრა გამოვაცხე, მეორე ნაწილით ალუბლის პეროგი)
5ც კვერცხი
1/3ჩ.კ მარილი
2ჩ.ჭ (200გრიანი) შაქარი
0.5ლ მაწონი
250 გრ. კარაქი ან მარგარინი
2ს.კ კაკაო
1ს.კ კონიაკი
1ჩ.ჭ კურკაგამოცლილი ალუბალი(ამ შემთხვევაში გაყინული ალუბალი გამოვიყენე)
ფორთოხლის ზეთი 50მლ(შეგიძლიათ ჩვეულებრივი ზეთიც)
1ც ლიმონის წვენი
1ც გამაფხვიერებელი -15გრ
0.5ჩ.კ სოდა
ვანილი
7 ჩ.ჭ უმაღ. ხარისხის ფქვილი
მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად კარგად, შევათქვიფოთ შაქარი+მაწონში გახსნილი სოდა+გამდნარი და შეგრილებული კარაქი+ზეთი,+კონიაკი+ლიმონის წვენი, ვანილი და ბოლოს შევაზილოთ ფქვილთან ერთად გაცრილი გამაფხვიერებელი. ცალკე გადმოვიღოთ დაახლოვებით 8 ს.კ ცომი და დავაცარათ კაკაო. მორჩენილი ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად, ერთი ნაწილი დავასხათ ქაღალდ დაფენილ ფორმაში, ზემოდან დავასხათ კაკაოიანი ცომი და ჩანგლით ავაჭრელოთ. ცომის მეორე ნაწილი დავასხათ ,ასევე ქაღალდ დაფენილ ფორმაში და ზემოდან მოვაყაროთ ,კურკაგაცლილი, შაქარში ამოვლებული ალუბალი და ოდნავ კოვზის დაწოლით ჩავიტანოთ ცომში. შევდგათ წინასწარ გახურებულ აირღუმელში 160 გრადუსზე, ნახევარი საათის შემდეგ, შევამოწმოთ ჩხირით. მზა პეროგი გამოვიღოთ ღუმელიდან და რომ შეგრილდება, სურვილისამებრ მოვცრათ შაქრის პუდრა(მე მხოლოდ ერთს მოვაყარე პუდრა) არის ძალიან ფაფუკი და უგემრიელესი❤