"ბურთულები შესქელებული რძით"
მართლაც რომ უგემრიელესია ❤
ინგრედიენტები :
კვერცხი 2ც
მოუხარშავი შესქელებული რძე 190გრ (მოუხარშავი)
გამაფხვიერებელი 1ჩ/კ
მწიკვი მარილი
ფქვილი 300-350გრ
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ჯამში მოვათავსებთ ,კვერცხსა და შესქელებულ რძეს. მოვურევთ კარგად+ მწიკვ მარილს, ბოლოს ფქვილს და გამაფხვიერებელს. ცომი არის ფაფუკი და ელასტიური, ხელზე არ უნდა ეკვრებოდეს.მივცეთ მრგვალი ფორმა და შევწვათ ბლომად ზეთში,თუ უფრო ტკბილი გსურთ ,მზა ბურთულებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა .უგემრიელესია 😍