''ერევნის ქადა''
დედას რეცეპტია, ყველაზე ძალიან ასეთი ქადები მიყვარს, შეგიძლიათ გაანახევროთ დოზები...
რეცეპტი-10 ჭიქა ფქვილს დავახეხოთ 2 ცივი მარგარინი....1 ლიტრი მაწონი....2 კვერცხი...1 ჩ.კ. სოდა ძმრით და ვანილით...ცოტა მარილი და მოვზილოთ ცომი...2 საათით შევინახოთ მაცივარში....
გულსართი - 3 ჭიქა ფქვილი.....3 ჭიქა შაქარი.....1ც მარგარინი ან კარაქი....ვანილი...გავყოთ 8 ნაწილად...
ცომიც გავყოთ 8 ნაწილად ....გავაბრტყელოთ....მოვფინოთ გულსართი..გადავახვიოთ...გადავუსვათ კვერცხის გული და დავჭრათ...გამოცხობა და ჭამა ყველამ ვიცით...გემრიელად მიირთვით...
პ . ს. ეს ცომი გადასარევად უხდება ხაჭაპურს.ნახევრად ფენოვანი გამოდის...ისე კი მთლიან პორციაში 80 ქადა გამოდის.