02 Jul
02Jul

 “ ზღაპარი ჟოლოთი”

 მასალა: ფირფიტებისთვის: კვერცხი-2ც, შაქარი-160გრ,თაფლი-80გრ,ვანილი,სოდა-1ჩ/კ, კარაქი-100გრ,ფქვილი-400გრ. კრემისთვის: რძე- 300მლ,შაქარი-50გრ,ვანილი,ფქვილი-2 ს/კ, სახამებელი-1 ჩ/კ,მოხ.შესქელებული რძე-1 ქილა,კარაქი-250გრ. ფენებს შორის ჟოლო-რაოდენობა თქვენი სურვილისამებრ განსაზღვრეთ. 🥣 მომზადება: ქვაბში მოვათავსოთ კვერცხი, კარაქი,შაქარი,თაფლი,ვანილი. შევდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ მასის გაცხელებამდე( კარაქის გალღობამდე), შემდეგ გადმოვდგათ და დავამატოთ სოდა. მიღებული მასა შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. დავამატოთ გაცრილი ფქვილი. მზა ცომი ჩავდოთ პარკში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 30 წთ. შემდეგ გავყოთ 6 ნაწილად და გამოვაცხოთ ფორფიტები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

 კრემი: რძეს დავამატოთ შაქარი, სახამებელი, ფქვილი და მოვხარშოთ ე.წ ფაფა. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე, ასეთივე ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ 3-4 წთ მანძილზე და შემდეგ ეტაპობრივად შევათქვიფოთ ფაფა და მოხ.შესქელებული რძე. ფირფიტებს წავუსვათ კრემი და კრემზე მოვალაგოთ ჟოლო ცოცხლად ან შაქარმოყრილი, ოდნავ წამოდუღებული და შეგრილებული. (მე ყოველ მეორე ფირფიტაზე მოვალაგე, თქვენ შეგიძლიათ ყველა ფენაზე გამოიყენოთ). მზა ტორტი მორთეთ სურვილისამებრ. გისურვებთ წარმატებებს! ❤️🌹

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING