მოამზადოთ ,უგემრიელესი და ძალიან პოპულარული ნამცხვარი" ბრაუნი"
600 გრ შავი შოკოლადი "კუვერტურა" კილოგრამობით იყიდება
320 გრ კარაქი
400 გრამი შაქარი. .
8 კვერცხი .
150 გრ. ნიგოზი წვრილად დაჭრილი. .
400 გრ ფქვილი. .
მწიკვი მარილი
კარაქი შოკოლადი ერთად გავადნოთ. ფრთხილად არ ავადუღოთ .უბრალოდ გავადნოთ. .
მიქსერში კვერცხი გულიანად და შაქარი ავთქვიფოთ,შემდეგ +გამდნარი კარაქი და შოკოლადი+ ნიგოზი ,ბოლოს პ/ფქვილი. .
მზა მასა დავასხათ ,პერგამენტ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე .გამოვაცხოთ წინასწარ გამთბარ ღუმელში
160^ზევით ქვევით 25 წუთი .
ბისკვიტი არ უნდა იყოს კექსივით გამომშრალი,ის უნდა იყოს რბილი ,როდესაც გაცივდება დავჭრათ..
ძალიან გემრიელია ყავასთან ..