ნამცხვარი ,, თეთრი დათვი"
ცომისთვის:
🌸 კვერცხის გული 9 ცალი.
🌸 კარაქი 300 გრ.
🌸 შაქარი 300 გრ.
🌸 ფქვილი 700 გრ.
🌸 სოდა 1/2 ჩ. კ.
🌸 ლიმონის წვენი 1ს. კ.
🌸 ვანილი 1 პაკეტი.
ბეზე:
🌸 კვერცხის ცილა 9 ცალი.
🌸 შაქარი 300 გრ.
🌸 ვანილი.
კრემისთვის:
🌸 კარაქი 300 გრ.
🌸 მოხარშული,, სგუშონი" 3ქილა
🌸 ვანილი 1პაკეტი.
მინანქარი:
🌸 კაკაო მუქი 25 გრ.
🌸 შაქარი 2ს. კ.
🌸 წყალი 4ს. კ.
🌸 კარაქი 20 გრ.
🌸 ნიგოზი 200 გრ. (ფენებშუა მოსაყრელად და გასაფორმებლად)
ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ კვერცხის გულები, ვანილი, სოდა + ლიმონის წვენი და გავაგრძელოთ თქვეფა, ბოლოს ჩავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი ნაზი უნდა იყოს და ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს. გავყოთ ცომი სამ ტოლ ნაწილად.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მიქსერით კარგად გამყარებამდე, თანდათანობით დავამატოთ შაქარი და ვანილი.
ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი, გავაბრტყელოთ დაახლოებით 30/30-ზე. ჟარონას აუცილებლად დავუფინოთ საცხობი ქაღალდი, გადავიტანოთ ზედ ცომი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე. 10-15 წუთში მზადაა, გამოვიღოთ და ცოტა გავაგრილოთ, გადავუსვათ ზედ ბეზეს 1/3 ნაწილი, კარგად გადავანაწილოთ და შევდგათ ისევ ღუმელში, ამჯერად 100 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთი. ბეზეს ხელით მოვსინჯავთ, ზემოდან რომ მომაგრდება, მზადაა.
ასევე გამოვაცხობთ დანარჩენ ორ ფირფიტასაც.
ფირფიტებს დავკრემავთ კარგად, ზემოდანაც და გვერდებზეც, თითოეულ ფენას ასევე მთლიანად ნამცხვარს ყველა მხრიდან მოვაყრით ნიგოზს, ზემოდან კი მოვასხურებთ მინანქარს.
უუუგემრიელესია, მაგრამ კალორიების ბომბიააა, ასე რომ გაითვალისწინეთ. . . 😀😀გემრიელად მიირთვით😍😍💋💋❤❤❤