01 Jul
01Jul

"საზაფხულო ნამცხვარი" ფუმფულა და გემრიელი


🌸🌸🌸პირველი ფენა:

🌸 კვერცხი 6 ცალი🌸 შაქარი 200 გრ.🌸 მდუღარე წყალი 4 ს.კ. 🌸 ფქვილი 150 გრ.🌸 კაკაო 25 გრ. მუქი.🌸 გამაფხვიერებელი 1ჩ.კ.🌸 ვანილი 1 პაკეტი.ბეზეს ფენა:

🌸 კვერცხის ცილა 5 ცალი.🌸 შაქარი 160 გრ.🌸 ნიგოზი დაბლენდერებული 150 გრ.🌸 ფქვილი 3 ს.კ.🌸 ვანილი 1 პაკეტი.კრემი:

🌸 კვერცხის გული 5 ცალი.🌸 შაქარი 150 გრ.🌸 კარაქი ნაღების 300 გრ.🌸 რძე 750 მლ.🌸 ბანანის პუდინგი 125 გრამიანი🌸 კრახმალი 1 ს.კ.🌸 შაქარი 1 სავსე ს.კ.🌸 ვანილი 1 პაკეტი.მინანქარი:

🌸 კაკაო 25 გრ. მუქი🌸 შაქარი 1სავსე ს.კ.🌸 რძე 4 ს.კ.🌸 ზეთი 1 ს.კ.კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე, ნელ-ნელა, თქვეფის შეუჩერებლივ ჩავამატოთ მდუღარე წყალი, კარგად რომ აფუვდება პორციებად ჩავაცრათ ერთმანეთში არეული ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად ამოვურიოთ ნიჩბით და გადავიტანოთ პერგამენტ დაფენილ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში (30/20 სმ). ვაცხობთ 150 გრადუსზე 1 საათი. მზაობას ხის ჩხირით შევამოწმებთ.
ბ ე ზ ე ს ფ ე ნ ა: კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ მიქსერის ჯამში და ავთქვიფოთ, რომ გამყარდება ბეზე, ჩავაცრათ ფქვილი და ვანილი. ჩავამატოთ წინასწარ მოხალული და დაბლენდერებული ნიგოზი. ამოვურიოთ კარგად და გადავიტანოთ პერგამენტ ქაღალდ ჩაფენილ საცხობ ფორმაში (იმავე საცხობ ფორმაში). ვაცხობთ 180 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი, ღუმელს გააჩნია, როგორც კი ზედაპირი ფერს შეიცვლის, გამოვიღებთ. ეს ბეზე არ უნდა იყოს ხრაშუნა, უნდა იყოს რბილი.
კ რ ე მ ი: კრემს ვამზადებთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპი: კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე, შემდეგ გადავიტანოთ ორთქლის აბაზანაზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ კარგად არ გაცხელდება და შაქარი დნობას არ დაიწყებს, შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ. ეს მასა კარგად რომ გაცივდება შევათქვიფოთ მიქსერით ოთახის ტემპერატურის კარაქი.
მეორე ეტაპი: ქვაბში ჩავასხათ რძე, ჩავყაროთ პუდინგის ფხვნილი, სახამებელი, ვანილი და შაქარი გემოვნებით, შეიძლება შაქარი არც დასჭირდეს, გემოვნებას გააჩნია. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ გამუდმებით, კარგად რომ შესქელდება და წამოდუღებას დაიწყებს, გადმოვდგამთ და გავაციებთ.
გაციებულ კვერცხიან - კარაქიან და გაციებულ პუდინგიან მასას შევათქვეფავთ ერთმანეთს მიქსერით. გამოდის სუფლეს მსგავსი საოცრად გემრიელი და ფაფუკი კრემი.
კაკაოიან ბისკვიტს გავჭრით შუაზე, ერთ ნაწილს მოვათავსებთ ფორმის ძირში, წავუსვამთ კრემის ნახევარს, დავადებთ გამომცხვარი ბეზეს ფენას, გადავუსმევთ კრემის მეირე ნახევარს და დავაფარებთ კაკაოიანი ბისკვიტის მეორე ნახევარს. ზემოდან მოვასხამთ მომზადებულ მინანქარს.
მოვათავსოთ მაცივარში მთელი ღამით, დილით მივირთვათ გემრიელად😍

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING