ნაპოლეონი (სამარხვო)♥
500 მლ. წყალში გავხსენი 1 ს.კ ზეთი, 1ს.კ. არაყი, ვანილი, მწიკვი მარილი და მწიკვი ლიმონმჟავა,ავურიე კარგად და დავასხი 800 გრ. ფქვილს. მოვზილე ცომი. მოვასვენე 15 წთ. 250 გრ მარგარინი გავყავი 2 ნაწილად .გავაბრტყელე ცომი. გადავუსვი ერთი ნაწილი მარგარინი. გადავკეცე.გავაბრტყელე .გავიმეორე 3-4 ჯერ (რაც მრტჯერ უკეთესი, თუ არ დაგეზარებათ), შევინახე მაცივარში 30 წთ. შემდეგ ისევ გამოვიღე, გავაბრტყელე და გადავუსვი ცომს მეორე ნახევარი მარგარინი, ისევ 3-4 ჯერ გადავკეცე- გავაბრტყელე და შევინახე მაცივარში მთელი ღამით.
მეორე დღეს გამოვიღე ცომი, გავჭერი 4 ტოლ და ერთ პატარა ნაჩრებად, გამოვაცხვე ფირფიტები ,წინასწარ გახურებულ ღუმელში ჯერ 250°-ზე , როცა ამოვა ცომი და მოიბრაწება, დავუწევთ 200 ° -ზე და ვაცხობთ კიდევ 10 წუთი, რომ კარგად გამოშრეს და ხრაშუნა გამოვიდეს.
კ რ ე მ ი: 1,5 წყალი, 3 ჭიქა ფქვილი, 3 ჭიქა შაქარი ( ჭიქა 250 გრ), მოვხარშოთ ფაფა.გავაციოთ შევათქვიფოთ 200 გრ. დაჩა და ვანილი.
4 ფენას ვკრემავთ, მეხუთე პატარას დავფშვნით და მოვაყრით ნამცხვარს♥.
გემრიელად მიირთვით♥.