23 Jun
23Jun

ნამცხვარი პრაღა!(მედეა ჩუბინიძის რეცეპტებიდან)


მე 24 დიამეტრის ფორმაში გამოვაცხე და უფრო მაღალი გამოვიდა და კიდევ ერთი, კრემში ნაკლებ კაკაოს ვუზავდი,სგუშონი თავის გემოზე წაიყვანა,საერთო ჯამში ძალიან გემრიელი გამოვიდა,ადვილი და სწრაფად მოსამზადებელია.
ბისკვიტისთვის:
3 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
200 გ. არაჟანი
1 ჩ.კ. სოდა
1 ½ ჩ.ჭ. ფქვილი
2 სავსე ჩ.კ. კაკაო
ცოტა ვანილი
კრემისთვის:
200 გ. ოთახის ტემპერატურის, დარბილებული კარაქი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
1 სავსე ს.კ. კაკაო
შოკოლადის მინანქრისთვის:
100 გ. კარაქი
1 ჩ.ჭ. შაქარი
5 ს.კ. კაკაო
5 ს.კ. რძე
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის (შესაძლებელია 26 სმ.-ც, უფრო მაღალი გამოვა_

მომზადეაბა:

კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა მოთეთრო და სქელი გახდება დაუმატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვფეთ. შემდეგ კი არაჟანი შეურიეთ.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და სოდა, აურიეთ და კვერცხიან მასას დაუმატეთ, ხელის სათქვეფით შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს.
ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასში ცომი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
ბისკვიტი ბოლომდე გააციეთ, შემდეგ გაჭერით შუაზე ან სამ ნაწილად.
იმისათვის, რომ კრემი კარგი გამოგივიდეთ, აუცილებელია, რომ კარაქი და შესქელებული რძე ოთახის ტემპერატურის იყოს. მე კრემი ხელის სათქვეფით გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. კარაქი ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე, ბოლოს კი კაკაო. უგემრიელესი კრემი მზადაა.
კრემი წაუსვით ბისკვიტის ქვედა ნაწილს, შემდეგ კი მეორე ნაწილი დაადეთ. შედგით მაცივარში.
სანამ ნამცხვარი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, კაკაო და რძე, აქციეთ ერთიან მასად, შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. სანამ წამოდუღდება გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ, შემდეგ კი ნამცხვარს მოასხით.






კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING