24 Jun
24Jun

ოპიუმი(აპოლინეს რეცეპტებიდან)


🌷6კვერცხის გული
🌷200გრამი შაქარი
🌷250გრ კარაქი ან მარგარინი
🌷650-700გრ ფქვილი
🌷ვანილი
🌷2ს.კ არაჟანი 1ჩ.კოვზი სოდა
🌷1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი ან ძმარი
🌷მწიკვი მარილი.
🌷კრემისთვის:
🌷100 გრ შაქარი
🌷3კვერცხის გული.ცილა ბეზეს გამოსაცხობათ დაგვჭირდება
🌷400მლ მდუღარე წყალი
🌷ერთი ქილა უმი შესქელებული რძე(სგუშონი)
🌷ვანილი
🌷3-4 ს.კოვზი
ფქვილი.
🌷300-400 გრ კარაქი
🌷400 მლ ნაღები
🌷2 ც ნაღების გასამაგრებელი.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ კარგად დავამატოთ კარაქი ან მარგარინი,მარილი,ვანილი,არაჟანი ლიმონის წვენი ,ფქვილი და სოდა მოვზილოთ ნაზი ცომი. კარგად დავამუშაოთ ხელით. ცომი მაცივარში გავაჩეროთ ნახევარი საათით. სანამ ცომი მაცივარშია გავამზადოთ ბეზე:3კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად დავამატოთ შაქარი ნელნელა და დავამატოთ ლიმონის წვენი.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად .გავათხრლოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ჟარუნაზე წავუსვათ ბეზე და გამოვაცხოთ 130 გრადუსზე 45-50 წუთით ზედა და ქვედა წვით.სამივე ფირფიტა ასე გამოვაცხოთ..კრემი:ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის გული, დავამატოთ სგუშონი,ფქვილი და ადუღებული წყალი და დგათ გაზზე და ვურიოთ შესქელებამდე.კრემი გავაციოთ კარგად. ცალკე ავთქვიფოთ კარაქი და დავამატოთ მოხარშული ფაფა ,ვანილი და შეურიოთ ცალკე ამოყვანილი ნაღების კრემი.ფირფიტები დავკრემით და კრემის ზემოდან წავუსვათ შინდის ჯემით დავადოთ მეორე ფირფიტა კიდევ კრემი და ჯემი მესამე დავადოთ და ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ💖

კომენტარები
* ელ.წერილი არ გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
I BUILT MY SITE FOR FREE USING