''შუ''
2 ჭიქა(250 გრ.)წყალი ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში + 1 ჭიქა (250 გრ) უსუნო ზეთი+მწიკვი მარილი,როდესაც ადუღდება, ერთიანად ჩავყაროთ 2 ჭიქა (250 გრ) ფქვილი და ხის კოვზით ენერგიულად შევაზილოთ.ცომი მოსცილდება ქვაბის კედლებს და ძირს.5 წუთი ვშუშოთ და ვზილოთ კოვზით.გადმოვიღოთ ღრმა ჯამში და გავაგრილოთ 5-10 წუთი.სამ ნაწილად ჩავახალოთ 8 ც. კვერცხი და მიქსერით ავურიოთ,უნდა მივიღოთ მოხარშული ფაფის კრემის კონსისტენციის მასა.
მზა მასა მოვათავსოთ , საკონდიტრო ტომარაში და დაცილებით დავსვათ საცხობ ფირფიტაზე . გამოვაცხოთ, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200 გრადუსზე.ჭირდება დაახლოებით 40-50 წუთი(დამოკიდებულია ღუმელზე ,რადგან ღუმელი ინდივიდუალურია)
მოხარშული კრემი
1,5 ჭ (250გრ.) შაქარი+1,5 ჭ ფქვილი+1 ლ. რძე ან წყალი+ვანილი.❣️❣️❣️
სქელძირიან ქვაბში, მოვათავსოთ შაქრისა და ფქვილის ნაზავი ,ნელ-ნელა +რძე ,მიღებული ერთგვაროვანი მასა, დავდგათ დაბალ ცეცხლზე+ ვანილი .ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ ,ვიდრე არ მივიღებთ სქელ მასას (კრემი, როდესაც ბუშტულებს ამოყრის მზად არი ,არ უნდა ჰქონდეს ფქვილის გემო)